წესდება

      “დემოკრატიის ცენტრი”

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი
 
წესდება

 

საქართველო
თბილისი
2004 წ.


1.  ზოგადი დებულებები

1.1. “დემოკრატიის ცენტრი” _ რეგისტრირებული კავშირი (შემდგომში “კავშირი”) დაფუძნებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე კავშირის ორგანიზაციულ – სამართლებრივი ფორმით და თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და საკუთარი წესდების შესაბამისად.

1.2. კავშირის სახელწოდებაა: “დემოკრატიის ცენტრი”.

1.3. კავშირი რეგისტრაციის მომენტიდან წარმოადგენს იურიდიულ პირს, რომელსაც აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, განცალკავებული ქონება, საანგარიშსწორებო და სავალუტო ანგარიშები.

1.4. კავშირი უფლებამოსილია თავისი სახელით დადოს გარიგებები, შეიძინოს ქონებრივი, პირადი არაქონებრივი უფლებები და იკისროს მოვალეობები, იყოს მოსარჩელე ან მოპასუხე სასამართლოში.

1.5. კავშირს აქვს ბეჭედი თავისი სახელწოდებით და ემბლემით, შტამპი და ყველა საჭირო რეკვიზიტი.


2.  კავშირის საქმიანობის მიზნები

2.1. კავშირის საქმიანობის მიზანია:

საზოგადოებაში დემოკრატიული პრინციპებისა და ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა;

·        ადამიანის უფლებათა სფეროში:

-          სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვა;

-          სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვა;

-          თავისუფლებააღკვეთილი პირების დაცვა წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისაგან;

-          ეროვნულ უმცირესობათა დაცვა;

-          მამაკაცებსა და ქალებს შორის თანასწორობის დამკვიდრების ხელშეწყობა;

-          რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლა;

-          საინფორმაციო საშუალებებში აზრისა და ინფორმაციის გამოხატვის თავისუფლების, აგრეთვე, სხვადასხვა ქვეყანას შორის იდეების გაცვლისა და კომუნიკაციის თავისუფლების განმტკიცება;

-          ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ცოდნის დამკვიდრების ხელშეწყობა.


2.3. თავისი მიზნების განსახორციელებლად კავშირი:

-          თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან;

-          ეწევა საგანმანათლებლო – შემეცნებით საქმიანობას;

-          ეწევა სამეცნიერო, საგამომცემლო და მთარგმნელობით საქმიანობას;

-          ქმნის იურიდიული მომსახურების ცენტრებს და ეწევა საადვოკატო საქმიანობას;

-          სამართლებრივი ექსპერტიზის, შეფასებისა და მონიტორინგის, ასევე პოზიციების გამოხატვის გზით აქტიურად მონაწილეობს საზოგადოებრივ – პოლიტიკური საკითხების განხილვაში;

-          ქმნის კავშირის სტრუქტურულ ერთეულებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;

-          ეწევა დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომელიც არ ცვლის მისი, როგორც არასამეწარმეო იურიდიული პირის ხასიათს;

-          ეწევა სხვა საქმიანობას, რომელიც არ იკრძალება კანონით.


3.  კავშირის დამფუძნებლები

3.1. კავშირის დამფუძნებელი წევრები არიან:

1.  ნიაური ბადრი – დაბადებული: 16.03.1976 წ, ქ.თბილისი;

პროფესია: ეკონომისტი, იურისტი, ჟურნალისტი;

2. გუგავა ნატო – დაბადებული: 07.09.1975 წ, ქ.თბილისი;

პროფესია: იურისტი;

3.  ლობჟანიძე ნათია – დაბადებული: 30.10.1980 წ, ქ.თბილისი;

პროფესია: იურისტი;

4. ჯიქია ხათუნა – დაბადებული: 16.06.1976 წ, ქ.თბილისი;

პროფესია: იურისტი;

5. ბარამიძე თინათინი – დაბადებული: 17.01.1974 წ, ქ.თბილისი;

პროფესია: იურისტი;


4.  კავშირის წევრები და მათი უფლება - მოვალეობანი

4.1. კავშირის წევრი შეიძლება გახდეს საქართველოს ან უცხოეთის ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე ან ორგანიზაცია, რომელიც აღიარებს წინამდებარე წესდებას და მონაწილეობას მიიღებს კავშირის  საქმიანობაში.

4.2. კავშირის წევრებად მიღებას ახდენს გამგეობა წერილობითი განცხადების საფუძველზე. წევრად მიღების საკითხი განიხილება  კავშირის გამგეობის მიერ განცხადების მიღებიდან ერთი თვის ვადაში. გაწევრიანების საკითხის გადაწყვეტამდე წევრობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს კავშირის ორი წევრის დადგენილი ფორმის წერილობითი რეკომენდაცია.

4.3. კავშირის ყველა წევრი სარგებლობს თანაბარი უფლებებით.

4.4. კავშირის თითოეულ წევრს აქვს თითო ხმა. 

4.5. კავშირის წევრობის დაკარგვა ხდება:

¨      წევრის სურვილით, წერილობითი განცხადების საფუძველზე;

¨      კავშირიდან გარიცხვით, თუ წევრის საქმიანობა ეწინააღმდგება კავშირის მიზნებს;

¨      იურიდიული პირის შემთხვევაში რეგისტრაციის გაუქმებისას.

4.6. წევრობის გადაცემა სხვა პირისათვის ან მისი მემკვიდრეობით გადასვლა არ დაიშვება.

4.7. წევრის გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კავშირის  საერთო კრება, კავშირის გამგეობის წარდგინებით.

4.8. კავშირის წევრს უფლება აქვს:

Ø მიიღოს მონაწილეობა კავშირის საერთო კრებაში;

Ø არჩეულ იქნეს კავშირის ორგანოებში;

Ø  სათათბირო უფლებით დაესწროს კავშირის ღია სხდომებს;

Ø  მონაწილეობა მიიღოს პროგრამებისა და პროექტების შემუშავებასა და განხილვაში კვალიფიკაციისა და შესაძლებლობების შესაბამისად;

Ø  ისარგებლოს კავშირის საკუთრებაში არსებული ინფორმაციით და მატერიალურ - ტექნიკური საშუალებებით.    

4.9. კავშირის წევრი მოვალეა:

Ø  დაიცვას კავშირის წესდება და წესდების გადაწყვეტილებები;

Ø  არ გასცეს კავშირის საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია;

Ø  დაიცვას კავშირის მმართველი ორგანოების გადაწყვეტილებები;

Ø  შესაძლებლობებისა და ინტერესების შესაბამისად მონაწილება მიიღოს კავშირის საქმიანობაში;

Ø  დროულად გადაიხადოს საწევრო შესატანი;

Ø  გაუფრთხილდეს კავშირის ღირსებას და ავტორიტეტს;

Ø  გაუფრთხილდეს კავშირის ქონებას;

Ø  კავშირის წევრს ეკრძალება იმოქმედოს კავშირის  სახელით გამგეობის მიერ მინიჭებული რწმუნების გარეშე.


5.  საწევრო შესატანი

5.1. საწევრო შესატანი გამოიყენება კავშირის მიერ განხორციელებული ღონისძიებების დასაფინანსებლად და ხელფასების გასაცემად კავშირის თანამშრომლებზე.

5.2. საწევრო შესატანის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება კავშირის გამგეობის მიერ.


6.  კავშირის ქონება

6.1. კავშირის ქონება იქმნება საწევრო შესატანების, შემოწირულობების და სხვა კანონით ნებადართული შემოსავლებისაგან.

6.2. კავშირის ქონება შეიძლება მოხმარდეს მხოლოდ მის საწესდებო მიზნებს.

6.3. კავშირის გამგეობამ შემოსავლებიდან შეიძლება შექმნას სარეზერვო, საქველმოქმედო და სხვა ფონდები.


7.  კავშირის ორგანოები

7.1. კავშირის ორგანოებია:

ა)  კავშირის წევრთა საერთო კრება;

ბ)  კავშირის გამგეობა;

გ) კავშირის სარევიზიო კომისია;

დ) კავშირის საკონსულტაციო ორგანო – მრჩეველთა საბჭო.


8.  კავშირის წევრთა საერთო კრება

8.1. კავშირის მართვის უმაღლესი ორგანოა საერთო კრება, რომელიც მოიწვევა წელიწადში ერთხელ მაინც. საერთო კრება უფლებამოსილია თუ მას ესწრება ან მასზე წარმოდგენილია კავშირის წევრთა ნახევარზე მეტი.

8.2. საერთო კრება გადაწყვეტილებებს ღებულობს დამსწრეთა უმრავლესობით, ხოლო გადაწყვეტილებას წესდების შეცვლის თაობაზე - ორი მესამედის უმრავლესობით. კავშირის მიზნის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება საჭიროებს ყველა წევრის ხმათა ოთხ-მეხუდეთს. ყველა დამსწრეს აქვს თითო ხმა. იმ წევრებს, რომლებიც ვერ ესწრებიან კრებას შეუძლიათ წერილობით მიიღონ მონაწილეობა კენჭისყრაში.

8.3. კავშირის წევრთა საერთო კრების მოწვევის შესახებ ყველა წევრს უნდა ეცნობოს წერილობით, ორი კვირით ადრე. შეტყობინებაში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული წევრთა საერთო კრების დღის წესრიგი.

8.4. საერთო კრება:

·         ღებულობს კავშირის წესდებას და ცვლილებები შეაქვს მასში: კენჭისყრით, დამსწრეთა ხმების ფარდობითი უმრავლესობით ირჩევს კავშირის გამგეობას.

·         ისმენს გამგეობის ანგარიშს;

·         ამტკიცებს გამგეობის მიერ წარმოდგენილ კავშირის საქმიანობის საორიენტაციო წლიურ პროგრამას;

·         ღებულობს გადაწყვეტილებებს კავშირის რეორგანიზაციისა და თვითლიკვიდაციის შესახებ;

·         ღებულობს გადაწყვეტილებებს კავშირის წევრობიდან პირის გარიცხვის შესახებ.

·         კავშირის წევრთა მეათედის ან გამგეობის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე იმართება რიგგარეშე საერთო კრება.

·         საერთო კრებების შუა პერიოდში კავშირის ხელმძღვანელი ორგანოა გამგეობა. გამგეობის სხდომები იმართება საჭიროემისამებრ და მოიწვევა თავმჯდომარის მიერ საკუთარი ინიციატივით, ან გამგეობის წევრთა ერთი მესამედის მოთხოვნით.


9.  კავშირის გამგეობა

9.1. გამგეობას ირჩევს წევრთა საერთო კრება ოთხი წლის ვადით;

9.2. გამგეობის უფლებამოსილება გრძელდება ოთხი წლის გასვლის შემდეგაც ახალი გამგეობის არჩევამდე;

9.3. გამგეობა დადგენილი წესითა და ოდენობით განსაზღვრავს გამგეობის წევრთა საქმიანობის ანაზღაურების საკითხს;

9.4. გამგეობის წევრთა მინიმალური რაოდენობა განისაზღვრება სამით;

9.5. გამგეობა:

Ø ირჩევს გამგეობის თავმჯდომარეს;

Ø   განაგებს კავშირის ქონებას;

Ø მოიწვევს და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საერთო კრების გამართვას;

Ø კავშირის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს განსახორციელებელ პროგრამასა და მის დირექტორს;

Ø ღებულობს გადაწყვეტილებებს კავშირის ფილიალებისა და წარმომადგენლობის შექმნის შესახებ, კავშირის თავმჯდომარის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს მათ ხელმძღვანელებს, აგრეთვე ამტკიცებს მათ დებულებებს;

Ø ღებულობს სხვა გადაწყვეტილებებს კავშირის  მიზნების მისაღწევად;

Ø წარმოადგენს კავშირს მესამე პირებთან ურთიერთობაში.

9.6. გამგეობის სხდომები ჩატარდება კავშირის იურიდიულ მისამართზე ან კავშირის მიერ არჩეულ ადგილსამყოფელზე.

9.7. გამგეობის სხდომები მოიწვევა სამ თვეში ერთხელ, განსაკუთრებულ შემთხვევისას დაუყოვნებლივ.

9.8. გამგეობის თითო წევრს აქვს თითო ხმის უფლება და ნებისმიერი საკითხი წყდება ხმათა მარტივი უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გამგეობის თავმჯდომარის ხმა გადამწყვეტია.

9.9. გამგეობის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანა შეუძლია მხოლოდ რიგგარეშე საერთო კრებას. გამგეობის წევრთა რიცხვის შემცირების შემთხვევაში, თუ მორიგ საერთო კრებამდე ორ თვეზე მეტია დარჩენილი, კავშირის გამგეობის თავმჯდომარე დაუყოვნებლივ იწვევს საგანგებო საერთო კრებას გამგეობის ახალ წევრთა ასარჩევად.

9.10. კავშირის გამგეობის წევრები არიან:

1.  ნიაური ბადრი – დაბადებული: 16.03.1976 წ, ქ.თბილისი;

პროფესია: ეკონომისტი, იურისტი, ჟურნალისტი;

2. გუგავა ნატო – დაბადებული: 07.09.1975 წ, ქ.თბილისი;

პროფესია: იურისტი;

3.  ლობჟანიძე ნათია – დაბადებული: 30.10.1980 წ, ქ.თბილისი;

პროფესია: იურისტი;


10.  კავშირის გამგეობის თავმჯდომარე

10.1. გამგეობის თავმჯდომარის უფლებამოსილება იწყება არჩევის მომენტიდან და გრძელდება ახალი თავმჯდომარის არჩევამდე.

10.2. გამგეობის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა, მის მიერ წესდებით განსაზღვრული მოვალეობის შეუსრულებლობის ან უფლებების გადამეტებისათვის, შეუძლია მხოლოდ საგანგებო საერთო კრებას.


11.  კავშირის სარევიზიო კომისია

11.1. კავშირის მაკონტროლებელ ორგანოს წარმოადგენს სარევიზიო კომისია.

11.2. სარევიზიო კომისიის წევრებს და მის თავმჯდომარეს ირჩევს  კავშირის წევრთა საერთო კრება, მის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, მისი მოადგილე და წევრები, რომელთა შემადგენლობას განსაზღვრავს კრება.

11.3. სარევიზიო კომისია:

ა) აკონტროლებს კავშირის წესდებისა და საერთო კრების გადაწყვეტილებათა შესრულებას;

ბ) ამოწმებს კავშირის საფინანსო – სამეურნეო საქმიანობას, კავშირის ბიუჯეტიდან თანხების ხარჯვის მართლზომიერებას;

გ) აუცილებლობის შემთხვევაში ამოწმებს კავშირის გამგეობასა და მისდამი დაქვემდებარებულ ორგანოთა მიერ განცხადებების, საჩივრებისა და წერილების განხილვის დროულობას და სამართლიანობას.


12.  კავშირის მრჩეველთა საბჭო

12.1. კავშირის საკონსულტაციო ორგანოა გამგეობის მიერ შექმნილი მრჩეველთა საბჭო. საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს გამგეობა. მრჩეველთა საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საბჭოს თავმჯდომარეს. მრჩეველთა საბჭოს სხდომები მოიწვევა დებულებით განსაზღვრულ ვადებში და წესით კავშირის გამგეობის თავმჯდომარის, სარევიზიო კომისიის ან საბჭოს ინიციატივით.


13. კავშირის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

13.1. კავშირის ლიკვიდაცია ხდება:

ა. რეგისტრაციის გაუქმების შედეგად;

ბ. საერთო კრების გადაწყვეტილებით;

გ. კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

13.2. გადაწყვეტილებას კავშირის ნებაყოფლობითი ლიკვიდაციის შესახებ ღებულობს კავშირის წევრთა საერთო კრება.

13.3. კავშირის ლიკვიდაციის შემთხვევაში, გაგმგეობის წევრები ვალდებულნი არიან დაამთავრონ მიმდინარე საქმეები. 

13.4. კავშირის რეორგანიზაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.