სააქციო საზოგადოება ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ავთანდილ საყვარელიძე ვაგონმშენებელი ჰოლდინგის წარმომადგენელთა განცხადებებს პასუხობს და აცხადებს, რომ თავის დროზე მას წილი ჰოლდინგის დღევანდელი მეპატრონის ბადრი წილოსანის მისამართით ძალით დავით კეზერაშვილის უშუალო დავალებითა და ჩარევით დაათმობინეს.
როგორც საყვარელიძემ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა დღეს მან სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით მთავარ პროკურატურას მიმართა.
"დაბარებული ვყავდით დავით კეზერაშვილის კაბინეტში, სადაც კეზერაშვილმა თქვა, რომ ბადრი წილოსანი არის მისი მეგობარი და მე მისთვის უნდა მიმეცა ჩემთვის კუთვნილი აქციები. მე ამაზე უარი განვაცხადე, რის შემდეგაც დავით ქარსელაძე და 50 ბანდიტი ღამის საათებში შემომივარდა სახლში და იარაღის ძალით, შუაღამით გადამაფორმებინეს აქციები ბადრი წილოსანზე. მე ხელთ მაქვს ყველა საჭირო დოკუმენტაცია და გეტყვით იმასაც, რომ ვარდების რევოლუციის წლისთავი სწორედ იქ იზეიმა მიხეილ სააკაშვილმა", - აცხადებს საყვარელიძე.
http://www.youtube.com/watch?v=3oT9vkMqCPA
27.06.2013 წელი
28.07.2013 წელი
გრიფის გარეშე - TV 9
25.02.2014 წელი
http://press.mediamall.ge/?id=9927