ხელის უფალის სინდრომი - მიზანდარი
2014-02-11

ეს სინდრომი ყველაზე მწვავედ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფონზე წარმოჩინდა, ფესვები უახლოესი წარსულიდანაა. გამომწვევი მიზეზი კი გახლავთ ის, რომ ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის დანატოვარი ხელისუფლება ახალი პრემიერის რეალიებში ხელოვნური კონფიგურაციისაა, რატომღაც მმართველი პოლიტ-ელიტის მიერ შეირაცხა, რომ მთავრობაში ცვლილებები ბიძინა ივანიშვილს მიაყენებდა ჩრდილს.

ამდენად ინსტიტუციური პრობლემა ფიზიკის კანონების მსგავსად გარდაიქმნა და შიდა უწყებრივ პრობლემებად მოგვევლინა, გაიზარდა სამინისტროებში სტრესული მენეჯმენტი, სადავეებად კი ეგრეთ წოდებული „გენ ინსპექციის“, სახე(ლშე)ცვლილი „შიდა აუდიტის სამსახურები“ ამოქმედდა.

ასე მოხდა მაგალითად, საქართველოს განათლებისა და მეციერების მისნისტრის მოადგილის დავით ზურაბიშვილის, ასევე მოადგილის ალუდა გოგლიჩიძის (რომელიც არ გახმაურდა) გათავისუფლება. ამავე სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში, სადაც გიორგი მარგველაშვილმა მინისტრობის დროს დაუმატა მოადგილის შტატი, ქალბატონმა მინისტრმა 2014 წელს შეამცირა და რეორგანიზაცია დაარქვა, იმავდროულად კი 139 შტატგარეშე თანამშრომელი დაამატა (პარადოქსია მაგრამ ფაქტია), სააგენტოს ბიუჯეტი 100 მლნ ლარის ფარგლებშია.

გუნდურობა სამართლებრივ ტერმინს არ წარმოადგენს, შესაბამისად გემოვნებაზე და ვნებაზე მართული ინსტიტუციები მუდმივი დესტაბილიზაციის საფუძველია საჯარო მოხელეთა შორის. საჯარო მოხელეებს რეგლამენტირებული უფლება-მოვალეობები აქვთ და შესაბამისად გუნდურობა მინისტრის ან როგორც წესი რომელიმე მოადგილე-ლიდერის სიამოვნებაზე არ გადის.

უფლებადამცველთა გაერთიანება: „დემოკრატიის ცენტრი“, „უფლებები და თავისუფლებები - კავშირი“, „განათლების ფონდი“ მხარს უჭერს ქალბატონ მარინე მიზანდარს და თვლის, რომ ამ ტიპის დავების აღმოფხვრის პრეცენდენტი უნდა შეიქმნას, რადგან სახელმწიფო კანონის ნორმებს ამოფარებული, ფორმალიზაციის არგუმენტით დამნაშავედ გვევლინება, რაც „თეთრი საყელოს დანაშაულის“ ტოლფასია !..