რეკომენდაციები ხელისუფლებას
23.11.2012 წ.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება რეკომენდაციების მიცემა ახალი ხელისუფლებისათვის. 

სამოქალაქო კოდექსის 89-ე მუხლის შესაბამისად : « იძულებით დადებული გარიგება შეიძლება სადავო გახდეს ერთი წლის განმავლობაში იძულების დამთავრების მომენტიდან », რაც არ იძლევა შესაძლებლობას ამომრჩეველთა პოლიტიკური დაკვეთის « სამართლიანობის აღდგენისა ».

« დემოკრატიის ცენტრი » თვლის, რომ ეს ვადა უნდა გაიზარდოს « სააკაშვილის რეჟიმის » - 8 წლის ვადით, რათა დაიწყოს სამართლებრივი პროცესი ასეულობით, მათ შორის საზღვარგარეთ გაქცეული უფლებაშელახული, საკუთრების ხელყოფით დაზარალებული ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის.

დასტურად ამ პროცესისა ხელისუფლება უნდა დაინტერესდეს ამ წლების მანძილზე ნოტარიუსთა მიერ ურცხვად გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულებებით და დაიწყოს კვლევა მიუხედავად დაზარალბულთა მომართვისა, ვინაიდან ჯერ კიდევ ნდობა ამ ადამიანებსა და სახელმწიფოს შორის იდეალური ნამდვილად არ არის.

სამართლიანობის აღდგენა შეუქცევადი პროცესია, ვინაიდან არის განცდა, რომ მხოლოდ ხელისუფლებასთან დაახლოვებული პირები ახერხებენ ამ პროცესის დაწყებას ...


22.01.2013 წ.

"დემოკრატიის ცენტრი" აგრძელებს პროექტს "რეკომენდაციები ხელისუფლებას" და მოუწოდებს ახალ ხელისუფლებას თავი შეიკავოს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დისკრედიტაციისა და კომისიის თავმჯდომარეზე პოლიტიკური ზეწოლისაგან „სააკაშვილის რეჟიმის“ მეთოდებით.

„ფასადური“ პიარ-ტექნოლოგიებით საარჩევნო დაპირებების გადაფრვა არ არის საზოგადოების შეკვეთა.

 

22.03.2013 წ.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება რეკომენდაციების მიცემა ახალი ხელისუფლებისათვის. 

მიმართვა ვრცელდება საქართველოს პრემიერის ბატონ ბიძინა ივანიშვილის და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბატონ დავით უსუფაშვილის საყურადღებოდ:

გრძელდება „სააკაშვილის რეჟიმის“ მეთოდებით აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობისა, რაც გამოიხატება ეგრეთ წოდებული „გენ ინსპექციის“, სახეცვლილი „შიდა აუდიტის სამსახურების“ მიერ არაკვალიფიციური და უმეტეს წილად იმავე რეჟიმის დროს დაკომპლექტებული კადრებით საკუთარი უწყებების შემოწმებით, რაც შორსაა თანამედროვე აუდიტორული სტანდარტებისაგან  და  „რევიზორების“ ქმედებებს ემსგავსება.

ასეთი ეჭვის საფუძვლები გააჩინა საზოგადოებაში გაჟღერებულმა არაერთი სამინისტროს მიერ სამართლადამცავ ორგანოებთან აუდიტორულუ შემოწმების შუალედური დასკვნების შეთანხმებამ.

საჯარო მოხელეებზე 2010, 2011, 2012 წლების საქმინობის შესწავლა,“ სტრესული მენეჯმენტის“ ფონზე მიმდინარეობს, რაც მიმდინარე საქმიანობის დაკნინების ხარჯზე სრულდება.

მიზეზთა მიზეზი გახლავთ ამ უკუპროცესისა თავის მოწონება მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან, სურვილი იმისა რომ მეტად მიუახლოვდნენ სამართალდამცავ უწყებათა ნდობას.

გთხოვთ, ყურად იღოთ საშიში ტენდენცია, რაც სამოქალაქო საზოგადოების დაკვეთა ნამდვილად არ გახლავთ, სისტემური მსხვერპლი სამართლიანობის აღდგენის პროცესის ხელისშემშლელი ფაქტორია ...

ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სამოქალაქო ინსტიტუციური პროცესი - აუდიტორული შემოწმება, პოლიტიკურ ელფერს იძენს.

სამართლიანობის აღდგენა შეუქცევადი პროცესია ...


01.10.2013 წ.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების 1  წლის თავზე შეიძლება ითქვას, რომ 1 ოქტომბერი იყო ისტორიული მოვლენა, რეალური ზეიმი „სააკაშვილის 9 წლიანი რეჟიმის დემონტაჟისა“, თუმცა კვლავაც რჩება საკითხთა ნუსხა რის მოლოდინშიც არის ქართული საზოგადოება:

ü  შერჩევითი მართლმსაჯულების აღმოფხვრა;

ü  სატელეფონო სამართალის გაუქმება;

ü  საარჩევნო გარემოს დამკვიდრება თავისუფალი სამყაროს სტანდარტებით !!!

 

ü  კერძო სამართლებრივ სივრცეში:

სტაბილური სოციალურ-ეკონომიკური გარემოს შექმნა;

სამართლიანობის აღდგენა: რეჟიმის მიერ უფლებაშელახული ადამიანების სოციალური რეაბილიტაცია და უფლებაშელახული მესაკუთრეების უფლებების აღდგენა;

 

ü  საჯარო სამართლებრივ სივრცეში:

მოხელეთა ნეპოტიზმითა და პარტიული ნიშნით შერჩევა/ჩანაცვლება;

ფინანსური პოლიციის მხრიდან აპრობირებული მეთოდებით (მხოლოდ) მოწმეთა მხრიდან ჩვენებების გამოძალვა;

სამსახურებში ეგრეთ წოდებული „ОДР“ დანერგვა;

სამინისტროებში გენ.ინსპექციების შექმნა-გაძლიერება.


P.S. "სახელმწიფო მოხელე იმისათვის არსებობს, რომ მოქალაქეს ემსახუროს" - დავით უსუფაშვილი (გაზეთი „კორუფცია #4 - აპრილი, 2000 წელი - ჟურნალისტი ბადრი ნიაური).