მიმართვა საქართველოს პარლამენტს
2013-06-13

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ დავით უსუფაშვილს

ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელს ბატონ ზაქარია ქუცნაშვილს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ვახტანგ ხმალაძეს

ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს ქალბატონ ეკა ბესელიას

 

პირველ რიგში ავღნიშნავ რომ მნიშვნელოვანი და მისასალმებელია საარჩევნო რეფორმებზე მუშაობა და მზაობა საპრეზიდენტო და თვითმმართველობის არჩევნებისათვის.

„დემოკრატიის ცენტრი“ 2004 წლიდან აკვირდება სხვადასხვა დონის არჩევნებს და 2004 წლამდე პოლიტიკური წარსულის (ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საქმიანობა) გათვალისწინებით დღემდე ჩართულია სხვადასხვა სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებში.

მნიშვნელოვანი პროექტები:

2005 წელი  – წინადადებები საქართველოს პარლამენტს საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების შესახებ.

2008 წელი - საქართველოს კონსერვატიული  პარტიის თავმჯდომარეობით ოპოზიციის ფორმატში რეკომენდაციები საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებთან დაკავშირებით.

2010/2011 წელი - საარჩევნო გარემოს შეცვლაზე მომუშავე ჯგუფის დამკვირვებელი, დასახელებული საპარლამენტო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ.

2011/2012 წელი - არასამთავრობო ორგანიზაციების წარდგინებების გათვალისწინებით, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის მდივანი.

ვთვლით, რომ ამ სახის გამოცდილება, ინსტიტუციური მეხსიერება ქვეყნის სამოქალაქო განვითარების პროცესში პოზიტიური და მნიშვნელოვანი იქნება,  ამდენად მზად ვარ ჩავერთო სრულად მიმდინარე პროცესში.


პატივისცემით,

გამგეობის თავმჯდომარე


ბადრი ნიაური